"ანჟი" და "ინტერი" შეთანხმებას ვერ აღწევენ

AutoSharing Option
დღეს "ანჟისა" და "ინტერს" შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება, რომელიც ეტო'ოს ტრანსფერს ეხება.

როგორც ცნობილია, მახაჩყალელები კამერუნელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ, როცა იტალიელები ფორვარდის გაყიდვიდან 30 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ.

შეგახენებთ, რომ თვითონ ფეხბურთელი "ანჟისთან" 3-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით კამერუნელი წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს. ხვალ სამუელ ეტო'ო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ დავწერე რომ ეტოო ისევე არ გადავა ანჟიში, როგორც გატუზო არ გადასულა.

თუმცა მორატი ისეთი გამყიდველი ჩანს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
giorgi
21:06 17-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული