"იუვენტუსის" მთავარი მიზანი დიეგო პეროტია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" გუნდის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად "სევილიას" ფეხბურთელის დიეგო პეროტის შეძენით დაინტერესდა.

მიჩელ ბასტოსისა და ელჯერო ელიას წარუმატებულად დასრულებული ტრანსფერების შემდეგ "ბებერი ქალბატონის" მთავარი მიზანი არგენტინელი ფეხბურთელი გახლავთ.

ტურინული კლუბის ხემძღვანელები ხუთშაბათს ჰანოვერში აპირებენ გაგმგზავრებას, სადაც "სევილია" ადგილობრივ გუნდს ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დაუპირისპირდება, ხოლო იტალიელები პეროტის დააკვირდებიან.

დიეგო პეროტის კონტრაქტი კლუბთან 2015 წლამდე გრძელდება და ფეხბურთელს ესპანელები იაფად ნამდვილად არ გაყიდიან. არგენტინელის ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული