მილანის" ხუთი მოთამაშე "კალიარისთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
"მილანის" ხუთმა მოთამაშემ, შესაძლოა, სერია А-ს პირველი ტურის მატჩი "კალიარისთან" გამოტოვოს.

თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კოჭი აწუხებს და საფუძვლიან გამოკვლევას მხოლოდ ხუთშაბათს გაივლის.

ფლანგელი მცველი ტაიე ტაივო ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. ნიგერიელს კოჭიც აწუხებს.

ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმა წვივის ტრავმა მიიღო და ამ მატჩისთვის მზად არ იქნება.
შეხვედრაში ნახევარმცველების, მატიე ფლამინის და კევინ პრინს ბოატენგის მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული