“მიმაჩნია, რომ თუ “მილანი” შესაძლებლობებს სრულად გამოასვლენს, ვერც ერთი კონკურენტი წინ ვეღარ გადაგვეღობება. სერია ა-ში ისევ და ისევ “ინტერთან” მოგვიწევს ჭიდილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას ამ ზაფხულს ვერაფერი გავუგე.
ძლიერი იქნება “იუვენტუსიც”, რადგან ტურინულ გრანდში ძალიან მაგარმა ფეხბურთელებმა მოიყარეს
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ უმთავრესი ფავორიტი ისევ “ბარსელონაა”. პეპ გვარდიოლას საოცარი გუნდი ჰყავს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ სეზონში კატალონიელებს რანდენჯერმე გაუმართლათ. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ წარმატების მისაღწევად გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"