ჩემი აზრით, ევროპის სამ საუკეთესო გუნდში “მილანი” “რელთან” ერთად მეორე ადგილს იყოფს, “ბარსელონა” კი ჯერჯერობით ყველაზე წინ დგას. როდესაც კატალონიელთა თამაშს ვუყურებ, ნათლად ვხედავ, რომ ჩვენი თამაში იდეალურისგან ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ “ბარსელონას” არ ჩავთვლით, სხვას არავის ჩამოვუარდებით. გასულ სეზონში
ამასობაში, ერთ-ერთი წვრთნისას, “მილანს” ახალგაზრდა შეტევი ნახევარმცვლი სტეფან ელ შაარავი დაუშავდა და როგორც სამედიცინო შემოწმებამ გამოააშკარავა, მინიმუმ ორ კვირას დაისვენებს. 18 წლის ფეხბურთელი ასეთმა დიაგნოზმა ერთობ გაახარა:
“სიმართლე გითხრათ, მეგინა რომ ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ექიმთა თქმით, დაახლოებით ორი კვირა მჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვნად ვარჯიში შევძლო და მოედანზე გავიდე. ახალ სეზონს დიდი იმედებით ველოდები და სერიოზული ტრავმის მიღება ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიშებზე თავს დავზოგავ და ფეხებს გავუფრთხილდები - პირიქით, გაორმაგებული შრომა მმართებ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლო. რაც მთავარია, მასიმილიანო ალეგრი მენდობა და ბოლომდე მხარში მიდგას - ვიცი, როდესაც ამის დრო მოვა, ძირითადში აუცილებლად დამაყენებს”.
აქვე ვთქვათ, რომ ელ შაარავის გარდა, სერია ა-ს პირველი ტურის პაექრობის გამოტოვება “მილანის” კიდევ ოთხ ფეხბურთელს მოუწევს: ტიე ტაივის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მარკ ვან ბომელს და მატიო ფლამინის. ამ დროისთვის, ტრავმირებულნი არიან კევინ ორინც ბოატენგი, ალეშანდრე პატო და რობინიო, თუმცა მათი გამოჯანმრთელების პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და უქმეებისთვის წესით უნდა მომჯობინდნენ. გამოჯნმრთელების მცირე, მაგრამ მაინც შანსი იბრაჰიმოვისაც აქვს და ამის შესახებ პრესასთან თვით ადრიანო გალიანიმ განაცხადა.
“მილანის” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შვედი უბურთოდ უკვე ვარჯიშობს და თუ ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული, “კალიარისთან” პაექრობამდე მომჯობინდეს. თუმცა, იქვე დაამატა, ამის შანსი მაინც მცირეაო. დავედელოდოთ სერია ა-ს პირველ ტურს და ყველაფერი გამოჩნდება - შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 27 აგვისტოს აიღებს სტარტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"