ადრიანო გალიანი: "მილანისთვის" სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილია

AutoSharing Option
"მილანის" ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში ახალი ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს იტალიის ჩემპიონმა "ლივერპულის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი შეიძინა.

28 წლის ჰავბეკი ახალ გუნდში იჯარით გადავიდა. პირობა ასეთია: თუ ის "მილანის" შემადგენლობაში 25-ზე მეტ მატჩს ჩაატარებს, "როსონერი" ვალდებული იქნება ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

"შესანიშნავი მოთამაშე შევიძინეთ, რომელიც "მილანის" სათამაშო სტილს შეესაბამება. ახლა სატრანსფერო ფანჯარა ჩვენი გუნდისთვის დახურულია", - განაცხადა გალიანიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული