"რომა" "ესპანიოლის" თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
"ესპანიოლის" 25 წლის თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო კარიერას "რომაში" გააგრძელებს. ფორვარდის ტრანსფერის სანაცვლოდ იტალიური კლუბი კატალონიელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

ოსვალდოს უკვე აქვს იტალიის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება. უწინ ის "ატალანტას", "ლეჩეს", "ფიორენტინას" და "ბოლონიას" შემადგენლობაში გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ოსვალდოს შეძენის შემდეგ "რომა" სავარაუდოდ მარკო ბორიელოს შეელევა, რომლითაც "ჯენოაა" დაინტერესებული.

ომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რად უნდოდათ ეს დებილი,ბორია ბევრად ჯობია მაგას!
beqa
19:29 25-08-2011
0

სიახლეები პოპულარული