კლუბებს შორის მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ურუგვაიელი თავდამსხმელი ახალ კლუბში წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ფორლანის ფიქსირებული ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება, ხოლო დანარჩენ 500 ათას ევროს ურუგვაელი კარგი თამაშის შემთხვევაში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ადრე "ატლეტიკო" მზად იყო ფეხბურთელი "ინტერში" 5 მილიონ ევროდ გაეყიდა.
გასულ სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით