ამაურის "პსჟ"-ში გადასვლაზე თანახმაა

AutoSharing Option
ტურინის "ოუვენტუსის" თავდამსხმელი ამაური შესაძლოა "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდეს. ბრაზილიელმა გასული სეზონი იჯარის წესით "პარმაში" გაატარა. ამაურის თქმით, ის წინააღმდეგი არ იქნება ფრანგულ კლუბში გადასვლაზე.

"ჩემმა აგენტმა შემატყობინა, რომ პარიზული კლუბიდან დაინტერესება არის. ეს ძალიან კარგია, თუმცა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა პირადად მე არ შემხმიანებია. "იუვენტუსში" მიმახვედრეს, რომ გუნდს არ ვჭირდები. სხვა კლუბში, თუ გადავედი ის "იუვენტუსზე" ნაკლები დონის არ იქნება.

"პსჟ" სერიოზული კლუბია და მინდა ჩემი ძალები საფრანგეთში გამოვცადო. თუ ფრანგებს ჩემი შეძენა სურთ, დიდი სიამოვნებით მოვაწერ მათთან კონტრაქტს ხელს", - განაცხადა
ამაურიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული