ფორლანი: მსურს გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო

AutoSharing Option
"ინტერის" ახალწვეულმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ კამერუნელ ფორვარდ სამუელ ეტო'ოსთან შედარებას არ უფრთხის, რომლის შემცვლელადაც ის "ნერაძურიმ" "ატლეტიკოსგან" შეიძინა.

"ეტო'ოსთან შედარება ჩემთვის პრობლემა არ გახდება. სამუელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ "ინტერი" წინ უნდა წავიდეს, ცხოვრება გრძელდება.

მსურს თავი "ინტერის" შემადგენლობაში გამოვავლინო და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო. სერია А სერიოზული ტურნირია და მსურს აქ საკუთარ თავს კარგი რეკომედაცია გავუწიო.

საერთოდ ეს გადასვლა ჩემთვის შესანიშნავი შანსია. მის გამო მასიმო მორატის მადლიერი უნდა ვიყო", - განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს "ინტერმა"
ფორლანთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული