ბუფონი: იტალიის ნაკრები ფერფლისგან აღდგა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ევრო-2012-ის შესარჩევ ეტაპზე სლოვენიასთან მოგების შემდეგ პარტნიორების მარიო ბალოტელის და ჯამპაოლო პაცინის თამაში აღნიშნა.

"ეს ამტანობის გამოცდა იყო. სლოვენიელები დაცვიდან თამაშობენ და თუ მეტოქე დიდხანს ვერ ახერხებს მის გახსნას, პრობლემები იწყება. ჩვენ ბალოტელი და პაცინი დაგვეხმარნენ. ამასთან, გუნდმა დააამტკიცა, რომ რთული მიზნების დაძლევა შეუძლია".

რაც შეეხება მთლიანად შესარჩევ ციკლს, იმ სტერეოტიპის დამსხვრევა შევძელით, რომ იტალიის ნაკრები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ბოლო მატჩებში გადის. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ჩავვარდით, მაგრამ ფერფლისგან აღდგენა შევძელით და ეს უფრო სწრაფად
მოხდა, ვიდრე ვფიქრობდით", - განაცხადა ბუფონმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ მატჩებში იტალიელები სერბეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან ითამაშებენ.

მომზადებულია  Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული