მარჩელო ლიპი: "ნაპოლი" ვალდებულია სკუდეტოსთვის იბრძოლოს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების და "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ აზრი გამოთქვა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში "მილანის" მთავარი მეტოქე "ნაპოლი" იქნება.

63 წლის სპეციალისტის აზრით, ნეაპოლელებმა მიზნად იტალიის ჩემპიონატის მოგება უნდა დაისახონ, რაც მათ ნამდვილად შეუძლიათ.

"მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" უბრალოდ ვალდებულია სკუდეტოს მოგებას ეცადოს. უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ სწორედ ნეაპოლელებს შეუძლიათ იტალიის მოქმედი ჩემპიონისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაძარი შეინარჩუნა.

სხვა გუნდებიც ძლიერები არიან, თუმცა ისინი სეზონს ახალი თავკაცებით იწყებენ. "ნაპოლი" არაერთი წელია ყალიბდება და ახლა კლუბი
საერთაშორისო დონეზე გამოსასვლელად მზადაა", - განაცხადა ლიპიმ.

მომზადებულია TMW-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული