სნეიდერი: ყველაზე ადვილი პასუხისმგებლობის გასპერინიზე გადაბრალებაა

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა "რომასთან" საშინაო მატჩის შემნდეგ "ნერაძურის" თავკაცს ჯანპიერო გასპერინის მხარი დაუჭირა. გასპერინის ბოლო ხანს ფანები ძალიან აკრიტიკებენ.

"გასპერინის დადანაშაულებას აზრი არა აქვს. ყველაზე ადვილი ყველაფრის მწვრთნელისთვის გადაბრალებაა. თუმცა პირველ რიგში, რაღაც ფეხბურთელებმა უნდა შეცვალონ.

ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ გატანას ვერაფრით ვახერხებთ. ეს ძალიან ცუდია. უარესია, რომ ეს ერთადერთი მომენტი არაა, რაშიც ყველაფერი ჩვენს საპირისპიროდ ხდება", - თქვა სნეიდერმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სასტარტო მატჩში "ინტერი" გასვლაზე "პალერმოსთან" დამარცხდა 3:4, ჩემპიონთა ლიგაში კი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "ტრაბზონსფორთან" 0:1 დათმო".

მომზადებულია Sport1-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული