შეგახსენებთ, "ინტერთან" იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის 15-ე წუთზე ლუსიო საჯარიმო მოედანთან ახლოს ბურთისკენ გაიწია და ბუცებით კარებიდან გამოსულ სტეკელენბურგს შეეჯახა. შეჯახებისთანავე მოედანზე ექიმთა ბრიგადა გამოცვივდა, სტეკელნბურგს პირველადი დახმარება გაუწია და მოედნიდან საკაცით გაიყვანა.
"მახსოვს როგორ მოხდა ყველაფერი. დავინახე, რომ ლუსიო ჩემი მიმართულებით მორბოდა, შემდეგ კი თვალთ დამიბნელდა. იმედია მოედანზე დაბრუნებას, რაც შეიძლება სწრაფად შევძლებ", - განაცხადა სტეკელენბურგმა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით