გასაგებია, რომ სეზონი ახალი დაწყებულია და ფეხბურთელები ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან, მაგრამ ამდენი შეცდომა, ამდენი წუნი მეტისმეტი გახლდათ. ვისაც თამაში არ უნახავს, გეტყვით, რომ "რომა" "ბარსელონას" სტილში ცდილობდა თამაშს, მაგრამ ეს იქამდე გამოსდიოდა, სანამ მეტოქის
დიახ, გასპერინიმ არ შეცვალა სქემა, კვლავ 3-5-2 დაუპირისპირა მეტოქეს და კვლავაც ვერაფერი გააწყო. როგორც ჩანს, პრესაში გავრცელებულმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ ტაქტიკის შეცვლა თვით მასიმო მორატიმ მოითხოვა, ჯანპიეროსთვის გაჯიუტების საბაბი გამოდგა - თავმოყვარე სპეციალისტმა საყვარელ ტაქტიკას არ უღალატა და კიდევ ერთხელ წაიმტვრია ცხვირი. საქმე იმდენად შედეგში არაა, რამდენადაც იმ უსახურ ფეხბურთში, რომელსაც "ინტერი" აგერ უკვე მერამდენე თამაშია აჩვენებს. მოკლედ, ნულოვანი ფრე, რის შემდეგაც გასპერინიმ პრესისთვის შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"მთლიანობაში, საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გამარჯვებასაც ალბათ უფრო ჩვენ ვიმსახურებდით. ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია ჭიდილი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენ კართან სახიფათო მომენტი პრაქტიკულად არ შექმნილა, მაშინ როდესაც "რომა" არაერთხელ გადაურჩა გაშვებულ გოლს. მართალია, შედეგი სახარბიელო არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. კრიტიკა არ მაღელვებს, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვაგრძელებ მუშაობას".
ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა ლუის ენრიკემაც: "მიუხედავად იმისა, რომ სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო, მთლიანობაში მაინც კმაყოფილი დავრჩი. "რომას" თამაშში სტილი გამოიკვეთა, რაც მომავალი წარმატებების მთავარი საწინდარია. შეგირდებიდან დე როსის და ბორინის გამოვყოფდი, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო - ხშირად ვრისკავდით და დიდი ძალებით ვუტევდით, რაც გამარჯვების სურვილით გახლდათ განპირობებული. იმედია, მომდევნო შეხვედრაში მაინც მოვიპოვებთ სამ ქულას".
მორიგი გამარჯვება გამოჭედა "იუვენტუსმა", დაამარცხა რა გასვლით პაექრობაში "სიენა". შეხვედრა სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, შესაბამისად, გამარჯვება სრულიად ლოგიკური გახლდათ. თუმცა, ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ტურინელებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს შეხვედრა და შტორმი დაატეხეს თავს სერია A-ში აღზევებულ მეტოქეს. პირიქით, ნათლად გამოჩნდა, რომ ანტონიო კონტეს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ერთადერთი გოლი ალესანდრო მატრის ანგარიშზეა, რომელმაც მრავალსვლიანი კომბინაცია არც თუ ძლიერი, მაგრამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მატჩის ბოლოს კონტემ შეაქო შეგირდები, თუმცა არც მეტოქის თავდადებული თამაშის აღნიშვნა დავიწყებია:
"ტოსკანელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა და ტურინში სამი ქულით ვბრუნდებით. ეს ძალიან კარგია, რადგან ჩემპიონატის დასაწყისშივე ლიდერთა მარაქაშში გარევა წარმატებული სეზონის მთავარი საწინდარი გახლავთ. ფეხბურთელთა ნაწილი ჯერ კიდევ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუვენტუსს" გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში. ამ ეტაპზე, მთავარი მაინც შედეგია და ძალიან მიხარია, რომ ორი ტურის შემდეგ ჩვენს გრაფაში ექვსი ქულა წერია".
საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ შერცხვა "ლაციო", რომელმაც "ჯენოას" გაატანა სამი ქულა და შეარყია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ, ედუარდო რეიას უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ჰყავს. რომაელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უტევდნენ, მაგრამ ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს და დაისაჯნენ კიდეც. ამრიგად, კახა კალაძის გუნდმა ოთხ ქულას მოუყარა თავი და ლიდერთა შორის გაერია. მართალია, ამ ეტაპზე ცხრილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტი მაინც აღსანიშნავია.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები "ატალანტა"-"პალერმოს" შეხვედრაში - "ინტერის" მძლეველმა სიცილიელებმა დათმეს ბერგამოული შეხვედრა, რომელიც მეორე ტაიმის შუაწელს ძლიერი წვიმის გამო დაახლოებით 15 წუთით შეჩერდა. ერთადერთი გოლი ხერმან დენისმა გაიტანა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. "ატალანტა" სწრაფი ტემპებით ამოდის მინუს ქულებიდან და თუ ასე გააგრძელა, მალე გასავარდნ ზონასაც ასცდება. კარგ ფორმაშია "უდინეზე", რომელმაც "ფიორენტინა" დაამარცხა ორი უპასუხო ბურთით და სინიშა მიხაილოვიჩი მიწაზე დაანარცხა - მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, სერბი სპეციალისტი "ვიოლაში" ახალი ეპოქის დაწყების შესახებ ალაპარაკდა, თუმცა ფრიულელებმა დაამტკიცეს, რომ ჯერ იქამდე საკმაოდ შორია.
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა "სან პაოლოზე" შედგა, სადაც “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით, 3:1 დაამარცხა. პრინციპში, ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან ნეაპოლელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, მილანელები კი სამხრეთში ფაქტობრივად განახევრებული შემადგენლობით ჩავიდნენ - როგორც ტურის წინასიტყვაობაში აღვნიშნეთ, მასიმილიანო ალეგრიმ ერთბაშად რვა ფეხბურთელი მოისაკლისა.
შეხვედრა სტუმართა იერიშებით დაიწყო, რასაც ალბერტო აკვილანის სწრაფი გოლი მოჰყვა, თუმცა იქვე ედინსონ კავანიმ გაიბრწყინა და გაქვითა ანგარიში. შეხვედრის პერიპეტიების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ურუგვაელი ფორვარდი გახლდათ, რომელმაც კიდევ ორჯერ დაამწუხრა კრისტიან აბიატი, ჰეთთრიკი შეასრულა და მის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. აქ იმდენად ქულებში არაა საქმე, რამდენადაც ფსიქოლოგიურ ფაქტორში - “მილანის” დამარხებით ნეაპოლელები კიდევ უფრო მეტად ირწმუნებენ, რომ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოპოვება ხელეწიფებათ.
იტალია. სერია A. III ტური
კალიარი-ნოვარა 2:1
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (59. იბარბო), კოსუ (83. ქაბირი), ნენე (72. ლარივეი).
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, პაჩი, ლისუძო, ჯემიტი - მარიანინი (67. რადოვანოვიჩი), პორკარი, რიგონი - პინარდი (76. ჯორჯი) - მორიმოტო, ჯედა (66. გრანოჩე).
გოლები: 1:0 რიბეირო (38), 2:0 ლარივეი (86), 2:1 მორიმოტო (88).
გაფრთხილება: ასტორი, აგოსტინი - მორგანელა, პაჩი, პორკარი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 13(5)-6(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000
ინტერი-რომა 0:0
ინტერი (3-5-2): ჟულიო სეზარი - ლუსიო, სამუელი, რანოკია - ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, ობი (63. ჯონათანი), სნეიდერი - მილიტო (59. სარატე), ფორლანი (79. მუნტარი).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი (18. ლობონტი) - პეროტა, კიაერი, ბურდისო, ტადეი - პისარო (59. გაგო), დე როსი, პიანიჩი - ოსვალდო, ტოტი, ბორინი (78. ბორიელო).
გაფრთხილება: ლუსიო - კიაერი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(4)-8(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 58 000
ატალანტა-პალერმო 1:0
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, მანფრედინი, ლუკინი (23. კაპელი), პელუზო - შელოტო, ჩიგარინი (58. ბრიგი), პადოინი, ბონავენტურა - მორალესი (77. გაბიადინი) - დენისი.
პალერმო (4-4-2): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, მილიაჩო, ბალცარეტი - ალვარესი (37. ზაჰავი), ბარეტო, აკუა (77. დელა როკა), ილიჩიჩი - ერნანდესი, მიკოლი (52. პინილია.
გოლი: 1:0 დენისი (34).
გაფრთხილება: კონსილი, მაზიელო, მანფრედინი, ბრიგი - აკუა, ილიჩიჩი, პინილია.
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8(1)-7(0); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 26 000
ბოლონია-ლეჩე 0:2
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - მორლეო, პორტანოვა, ლორია, რაჯი (69. კაზარინი) - პერესი (46. კონე), მუდინგაი, პულცეტი - დიამანტი, აკვაფრესკა (58. რამირესი) - დი ვაიო.
ლეჩე (4-3-3): ჟულიო სერჟიო - ტომოვიჩი, კუადრადო, ესპოზიტო, მესბა - პიატი, ობოდო, ჯაკომაცი - გროსმიულერი (74. შტრასერი), პასკუატო (57. ბერტოლაჩი), დი მიკელე (84. კორვია).
გოლები: 0:1 ჯაკომაცი (37), 0:2 გროსმიულერი (60).
გაფრთხილება: მორლეო, პერესი, მუდინგაი - პიატი.
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8(4)-14(7); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 19 000
კატანია-ჩეზენა 1:0
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პოტენცა, ბელუში, სპოლი, ალვარესი - ბიაჯანტი, ლოდი, შაკა (37. დელ ვეკიო) - ბარიენტოსი (61. რიკიუტი), მაქსი ლოპესი, გომესი (85. კატელანი).
ჩეზენა (4-3-3): რავალია - კომოტო, ფონ ბერგენი, როსი, ლაურო - პაროლო, გუანა (62. კოლუჩი), კანდრევა - ედერი, მუტუ (79. მარტინესი), გეზალი (57. ბოგდანი).
გოლი: 1:0 მაქსი ლოპესი (45-პენ.).
გაფრთხილება: პოტენცა, ალვარესი, ბიაჯანტი, დელ ვეკიო - ლაურო.
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 4(3)-3(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 13 000
ლაციო-ჯენოა 1:2
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - კონკო, ბიავა (61. დიაკიტე), დიასი, ლულიჩი (81. სტანკევიჩუსი) - მათუზალემი, ბროკი - სისე, ერნანესი (58. ლედესმა), სკული - კლოზე.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მესტო (22. გრანკვისტი), დაინელი, კალაძე, ანტონელი - სეიმური, კუჩკა, ველოზო, კონსტანტი (46. ხორკერა) - პალასიო, კარაჩოლო (70. პრატო).
გოლები: 1:0 სკული (10), 1:1 პალასიო (54), 1:2 კუჩკა (71).
გაფრთხილება: ფრეი, კალაძე (ჯენოა).
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 8(2)-10(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 29 000
პარმა-კიევო 2:1
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, რუბინი - ვალიანი (73. ბიაბიანი), მორონე, გალოპა (61. ბლაზი), მოდესტო - ჯოვინკო - პელე (58. ფლოკარი).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, სეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - ვაცეკი (63. მოსკარდელი), რიგონი, ჰეტემაი - სამარკო (72. ბრედლი) - პელისიერი (31. პალოსკი), თერეუ.
გოლები: 1:0 ჯოვინკო (24), 1:1 პალოსკი (79), 2:1 ჯოვინკო (90).
გაფრთხილება: ლუკარელი - ცეზარი, სამარკო, თერეუ.
გაძევება: ჯივინკო (90).
კუთხური: 0-2; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 10(5)-7(1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 14 000
სიენა-იუვენტუსი 0:1
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - ბრიენცა, გაცი (71. ვერგასოლა), დ’აგოსტინო, მანინი - კალაიო, გონსალესი (63. ლარონდო).
იუვენტუსი (4-2-2-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, კიელინი (57. ბონუჩი), გროსო - პირლო, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი (55. ვიდალი) - მატრი (76. დელ პიერო), ჯაკერინი.
გოლი: 0:1 მატრი (54).
გაფრთხილება: ტერცი, დელ გროსო (სიენა).
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 3(1)-9(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 000
უდინეზე-ფიორენტინა 2:0
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ისლა, ასამოა (61. ბადუ), პასკუალე (42. არმერო) - ტორჯე (74. აბდი), დი ნატალე.
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო (61. ვარგასი), ხარჯა - ჩერჩი (65. სილვა), ჯილარდინო (70. მუნარი), იოვეტიჩი.
გოლები: 1:0 დი ნატალე (8-პენ.), 2:0 ისლა (29).
გაფრთხილება: აბდი - გამბერინი, ბეჰრამი, მონტოლივო, მუნარი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 7(5)-7(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 16 000
ნაპოლი-მილანი 3:1 [იხილეთ ვიდეო]
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ინლერი, გარგანო, დოსენა (79. ცუნიგა) - ჰამშიკი (65. ჯემაილი), ლავეცი (83. პანდევი) - კავანი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ბონერა (77. ბონერა) - ნოჩერინო, ვან ბომელი (66. ემანუელსონი), აკვილანი (77. ელ შაარავი) - ზეედორფი - პატო, კასანო.
გოლები: 0:1 აკვილანი (11), 1:1 კავანი (13), 2:1 კავანი (36), 3:1 კავანი (51).
გაფრთხილება: არონიკა, გარგანო, კავანი - ნესტა, ნოჩერინო, პატო.
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11(4)-8(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 49 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 2 2 0 0 5-1 6
2. უდინეზე 2 2 0 0 4-0 6
3. კალიარი 2 2 0 0 4-2 6
4. ჯენოა 2 1 1 0 4-3 4
5. კატანია 2 1 1 0 1-0 4
6. ნაპოლი 2 2 0 0 6-2 6
7. პალერმო 2 1 0 1 4-4 3
8. ფიორენტინა 2 1 0 1 2-2 3
9. ლეჩე 2 1 0 1 2-2 3
10. პარმა 2 1 0 1 3-5 3
11. კიევო 2 0 1 1 3-4 1
12. ლაციო 2 0 1 1 3-4 1
13. ნოვარა 2 0 1 1 3-4 1
14. ინტერი 2 0 1 1 3-4 1
15. რომა 2 0 1 1 1-2 1
16. სიენა 2 0 1 1 0-1 1
17. მილანი 2 0 1 1 3-5 1
18. ჩეზენა 2 0 0 2 1-4 0
19. ბოლონია 2 0 0 2 0-4 0
20. ატალანტა 2 1 1 0 3-2 -2
შენიშვნა: ატალანტას დაკლებული აქვს 6 ქულა
მომდევნო ტური
20 სექტემბერი: ნოვარა-ინტერი; 21 სექტემბერი: პალერმო-კალიარი, ჩეზენა-ლაციო, კიევო-ნაპოლი, ფიორენტინა-პარმა, ჯენოა-კატანია, იუვენტუსი-ბოლონია, ლეჩე-ატალანტა, მილანი-უდინეზე; 22 სექტემბერი: რომა-სიენა.
ბომბარდირები:
3 - კავანი; 2 - მორალესი (ატალანტა), მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"