"რომას" გოლკიპერი სტეკელენბურგი ნეიროქირურგს ეწვია

AutoSharing Option
"რომას" გოლკიპერი მარტენ სტეკელენბურგი, რომელიც "ინტერთან" შეხვედრაში დაშავდა, საავადმყოფოდან გამოწერეს.

პირველადმა ტესტებმა აჩვენა, რომ მეკარეს თავი ტრავმა აქვს მიღებული. მალე ჰოლანდიელს ნეიროქირურგთან სტუმრობა ელის, რომელიც მას დიაგნოზს დაუსვამს და ჯანმრთელობის აღდგენის გეგმას შეუდგენს.

"ინტერის" მცველი ლუსიო კი, ვინც რომაელთა მეკარეს ტრავმა მიაყენა, ამბობს, რომ ეს შემთხვევით მოუვიდა.

"დღეს ვესლი სნეიდერს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მარტენს ყველაფერი კარგად აქვს. განზრახ ვინმე არასდროს დამიშავებია და ვწუხვარ იმის გამო, რაც შაბათს მოხდა. სამწუხაროდ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. მე
მხოლოდ ბურთის დაუფლებაზე ვიყავი კონცენტრირებული", - განუცხადა ბრაზილიელმა "ინტერის" ოფიციალურ საიტს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული