"ფიორენტინას" თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში "უდინეზეს" (0:2) წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.
ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ იტალიელი ფორვარდი მოედანზე 5-6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. მომზადებულია AP-ის მიხედვით