კორდობა: "ინტერს" ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეუძლია

AutoSharing Option
"ინტერის" მცველმა ივან კორდობამ "ნოვარასთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ "ნერაძური" ბოლოს და ბოლოს სეზონის პირველ გამარჯვებას მოიპოვებს. ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში გუნდის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

"ვფიქრობ, ოთხშაბათს გავიმარჯვებთ. გუნდში კარგი ატმოსფეროა, მწვრთნელის გარშემო გავერთიანდით და მზად ვართ, რასაც ჩვენგან მოითხოვს, ყველაფერი გავაკეთოთ. მართალია, სეზონი არცთუ წარმატებულად დავიწყეთ, მაგრამ ყველა მოთამაშე აპირებს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაერთოს. სეზონთა შორის პერიოდში შესანიშნავად ვიმუშავეთ და ეს თავის ნაყოფს გამოიღებს.

ჩემპიონთა ლიგა საშინაო წაგებით დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გასვლაზე სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. ჯერ ცსკა-ს დამარცხებაა აუცილებელი.
ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შესაძლებლობა კიდევ გვაქვს", - თქვა კოლუმბიელმა.

მომზადებულია Calcio News 24-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული