გუნდის მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის თქმით, სნეიდერი შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.
"უესლი მოსკოვში არ გაემგზავრება. მისი ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა", - განაცხადა რანიერიმ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სნეიდერმა მიკროტრავმა მიიღო, კლუბის საწვრთნელო ბაზაზე, როცა პეხით კარი შეაღო.
შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" გუშინ კლაუდიო რანიერის თავკაცობით პირველი გამარჯვება იზეიმა. მილანელებმა იტალიის ჩემპიონატში "ბოლონია" 3:1 დაამარცხეს.
მომზადებულია