იბრაჰიმოვიჩი: ტურინში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში "იუვენტუსთან" შეხვედრაში მილანელები მხოლოდ მოსაგებად გავლენ.

შვედმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მატჩი მისთვის განსაკუთრებული იქნება. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" 2004-2006 წლებში გამოდიოდა.

"ტრავმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში გამართული შეხვედრა ჩემთვის პირველი გახდა. მიხარია მწყობრში დაბრუნება. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. "იუვენტუსი" ჩემი ყოფილი გუნდია, ამიტომ ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. ტურინში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია Tuttosport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული