ბევრს გაუკვირდა მაესტროს ასეთი მოსაზრება, რადგან 2006 წლის მუნდიალის ფინალური მასტჩის შემდეგ, ზიდანი არაერთხელ გახდა ლიპის კრიტიკის ობიექტი. უფრო სწორად, მარჩელო მის შეგირდს, მარკო მატერაცის იცავდა და გზა და გზა, ზიდანიც შემოელანძღებოდა ხოლმე. ამჯერად კი ალჟირული წარმოშობის ფრანგი ქებით ცაში აიყვანა და შემდეგი განაცხადა:
"ვინ არის ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი? - რა თქმა უნდა, ეს ზინედინ ზიდანია, რომელმაც
დღესაც ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ირჯება, მაგრამ ზინედინს ვერც ერთ მათგანს ვერ შევადარებდი. რაც შეეხება ზიდანამდე პერიოდს, საუკეთესო უდავოდ დიეგო მარადონა გახლდათ, რომელიც მოედანზე სასწაულებს სჩადიოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"