ჯანლუიჯი ბუფონი: "მილანი" მაინც ფავორიტად რჩება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ხაზი გაუსვა, რომ წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, "მილანი" იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარ პრეტენდენტად რჩება.

გოლკიპერის აზრით, მილანელებს დღეს სერია А-ში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

"მილანთან" გამარჯვება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, არავითარ შემთხვევაში თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ. გასული სეზონი ჩვენ ცუდად არ დავიწყეთ, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავედით.

რაც შეეხება ალეგრის შეგირდებს, ისინი წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ჩემი აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად რჩებიან. "მილანს" სერია А
-ში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს", - განაცხადა ბუფონმა.

მომზადებულია Tuttosport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული