"მილანის" ტექნიკური დირექტორი არიედო ბრაიდი დღეს ბრაზილიაში გაემგზავრა, რათა "ინტერნასიონალის" ფორვარდის ლეანდრუ დამიანის თამაშს დააკვირდეს.
22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბრაზილიურ კლუბში 82 ჩატარებულ შეხვედრაში 51 გოლია.
დამიანის შეძენით ასევე დაინტერესებულები არიან "პორტუ" და "ტოტენჰემი". თავდამსხმელის ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს. მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით