ფრანჩესკო ტოტი "ლაციოსთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტორიმ შესაძლოა კვირას "ლაციოსთან" მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ტოტიმ ტრავმა იტალიის სერია A-ს შეხვედრაში "ატალანტასთან" მიიღო.

ექიმების პროგნოზით ფეხბურთელი კვირის ბოლომდე უნდა ჩამდგარიყო მწყობრში, თუმცა "რომას" კაპიტნის მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

იტალიელმა ნახევარმცველმა დღევანდელი ვარჯიში უკვე გამოტოვა. ფეხბურთელი ახლო მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მაგრამ "ლაციოსთან" მისი თამაშის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული