შავ-ლურჯი დირკ კეიტი?

AutoSharing Option
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ლივერპულის" ჰოლანდიელი შემტევი დირკ კეიტი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. ხუთშაბათს მხარეებს შორის მოლაპარაკებათა კიდევ ერთი და უშედეგო რაუნდი გაიმართა – შეთანხმება ჯერაც მიუღწეველია, თუმცა, ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf ამტკიცებს, რომ პარასკევს სადავო დეტალებზე შეთანხმდებიან და ყველაფერი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.

საინტერესოა, რომ კეიტი ჯანმრთელადაა, მაგრამ ევროპის ლიგაში "ტრაბზონსფორის" წინააღმდეგ არ უთამაშია. სავარაუდოდ, ეს "ნერაძურის" თხოვნა იყო, თორემ დირკს რომ ეთამაშა, "ინტერს" წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში აღარც გამოადგებოდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული