ლივერპულმა პრინცი ბებერ ქალბატონს ათხოვა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, "ლივერპული" და "იუვენტუსი" მერსისაიდელთა იტალიელი ნახევარმცველის ალბერტო აკვილანის იჯარაზე მორიგდნენ, რასაც თავად ფეხბურთელიც დათანხმდა.

ინგლისური კლუბის უელსელმა დამრიგებელმა აკვილანის აგრძნობინა, რომ ამ სეზონში დიდად არ დატვირთავდა და 26 წლის იტალიელიც ახალი კლუბის ძებნას შეუდგა.

საინტერესოა, რომ შარშან ზაფხულში "ლივერპულმა" აკვილანის სანაცვლოდ "რომას" 20 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა გასულ სეზონში იტალიელმა ტრავმების გამო მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დღესდღეობით "პრინცი" (აკვილანის თიკუნი – ავტ.) ჯანმრთელადაა და ერთ წელიწადს ტურინულ გრანდში გაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული