იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ კარიერა დაასრულა. 37 წლის ფეხბურთელს "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში 57 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლიც გაუტანია, ხოლო მისი საკლუბო კარიერა მეტად მრავალფეროვანი და უხვტიტულაა.
პანუჩიმ პროფესიული კარიერა "ჯენოაში" დაიწყო, საიდანაც "მილანში" გადავიდა. შემდეგ იყო მადრიდის "რეალი", "ინტერი", "ჩელსი", "მონაკო", "რომა" და ბოლოს – "პარმა". "მილანისა" და "რეალის" შემადგენლობაში პანუჩის ჩემპიონთა ლიგა მოუგია, ამასთან კრისტიანი იტალიის ორგზის და ესპანეთის ჩემპიონია, იტალიის თასის ორგზის, იტალიის სუპერთასის სამგზის, უეფას სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია.
"აშშ-იდან წინადადებები მქონდა,
მაგრამ თამაშის სურვილი აღარ დამრჩა, - თქვა პანუჩიმ, - სადაც კი მითამაშია, ყველა იმ გუნდის მწვრთნელსა და ფეხბურთელს უდიდეს მადლობას ვუხდი. თუკი კარიერის საუკეთესო მომენტზე მკითხავთ, ეს იყო მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება – მე ხომ პირველი იტალიელი ვარ, რომელმაც ეს ჯილდო "სამეფო კლუბთან" ერთად დაისაკუთრა".