ინტერს ანტონელი არ აღირსეს

AutoSharing Option
"ინტერს" კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: ევროპის საკლუბო ჩემპიონმა ვერაფრით მოახერხა "პარმას" ახალგაზრდა მცველ ლუკა ანტონელიზე უფლებების 50%-ის შეძენა. 4 მილიონ ევროდ შეფასებული გარიგება თითქმის შედგა, მაგრამ ბოლო მომენტში პარმული კლუბის პრეზიდენტმა ტომაზო გირარდიმ ანტონელის გაყიდვაზე უარი თქვა.

"ადრე შევთანხმდით, რომ ორშაბათს "ინტერის" წარმომადგენლებს შევხვდებოდით და ანტონელის შესახებ საბოლოოდ შევთანხმდებოდით. მაგრამ წინა ღამე ანტონელის ტრანსფერზე ფიქრში თეთრად გავათენე და გადავიფიქრე. ლუკა ანტონელის აღარ გავყიდით", - თქვა ტომაზო გირარდიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული