ბებერი ქალბატონის პირველი დანაკლისი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ტურინის "იუვენტუსს" ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაუშავდა. "ბებერი ქალბატონი" ბარიში დამარცხდა, ხოლო ტურინული გუნდის ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ბარძაყის კუნთი იტკინა. სავარაუდოდ, მარკიზიოს საგანგაშო არაფერი სჭირს.

აი, ხორხე მარტინესის შემთხვევაში კი ექიმები უფრო ცუდს წინასწარმეტყველებენ. ურუგვაელმა შუახაზელმა "ბარისთან" მატჩში მუხლი დაიზიანა, დღეს მას ტესტირებას ჩაუტარებენ და მედიკოსები შიშობენ, რომ 27 წლის ფეხბურთელს მყესები გაუწყდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული