მასიმო მორატის ასეთი ინერტული ზაფხული არასოდეს ჰქონია. იტალიელი მიმომხილველები იხსენებენ, რომ ყველაზე ნაკლებად აქამდე "ინტერმა" 2004 წელს იაქტიურა, როცა მხოლოდ ორი არცთუ დიდი ვარსკვლავი, არგენტინელი ნიკოლას ბურდისო და ბრაზილიელი ზე მარია იყიდა.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს "ინტერმა" "მანჩესტერ სიტიში" მარიო ბალოტელი გაყიდა, ახალწვეული კი ერთადერთი და ისიც ნაკლებად ცნობილი ჰყავს –
ამასობაში, ჩემპიონთა ლიგისთვის განაცხადი "ინტერმაც" გამოაქვეყნა, რომელშიც სულ 31 ფეხბურთელია შეყვანილი – 25 ძირითად და 6-იც სათადარიგო სიაში:
1. ჟულიო სესარი, 2. ივან კორდობა, 4. ხავიერ ძანეტი, 5. დეიან სტანკოვიჩი, 6. ლუსიო, 8. ტიაგო მოტა, 9. სამუელ ეტო"ო, 10. ვესლი სნეიდერი, 11. სალი მუნტარი, 12. ლუკა კასტელაცი, 13. მაიკონი, 17. მაკდონალდ მარიგა, 19. ესტებან კამბიასო, 20. ჟოელ ობი, 21. პაოლო ორლანდონი, 22. დიეგო მილიტო, 23. მარკო მატერაცი, 25. ვალტერ სამუელი, 26. კრისტიან კივუ, 27. გორან პანდევი, 29. კუტინიო, 30. ამანტინო მანსინი, 34. კრისტიანო ბირაგი, 35. ანდრეა რომანო, 39. დავიდე სანტონი, 40. ობიორა ნვანკვო, 48. ლორენცო კრისეტიგი, 50. ჯონათან ბიაბიანი, 54. სიმონე დელ"ანიელო, 57. ფელიჩე ნატალინო, 92. ალბერტო ჯალინეტა.