მარესკა იანვრის მოლოდინშია

AutoSharing Option
ენცო მარესკა ოდესღაც იტალიის ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა, "იუვენტუსში", "ფიორენტინასა" და "სევილიაში" თამაშობდა, სკუდეტოც მოიპოვა, ორჯერ – უეფას თასიც, სუპერთასიც... 2009 წლის ივლისში კი პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, თუმცა თემურ ქეცბაიას დამწუნებელ კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებული სამი სეზონის ნაცვლად მხოლოდ ერთი დაჰყო – საბერძნეთს ვერ შეეგუა.

30 წლის ნახევარმცველმა ბერძნულ კლუბთან ურთიერთობა 30 აგვისტოს გაწყვიტა – სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე. შედეგად, იტალიელი უკლუბოდაა და იანვარს ელის, როცა რომელიმე სხვა კლუბს მისი დამატების უფლება ექნება.

"ვიცოდი, რომ 30 აგვისტოს კონტრაქტის გაწყვეტა სარისკო
ნაბიჯი იქნებოდა. ამით 2 მილიონი ევროც დავკარგე. ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა გიჟი მიწოდეს, მაგრამ არაფერს ვნანობ, რადგან ვიცი, რაც მსურს. თავდაუზოგავად უნდა ვივარჯიშო, რათა მომდევნო შანსს მომზადებული შევხვდე", - თქვა მარესკამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული