მორატის გაკვირვება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მისი გუნდი მეტისმეტად ასაკოვანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, "ნერაძურის" შეფს გუნდის დამრიგებლის, ესპანელი რაფაელ ბენიტესის მიმართ გაჩენილი პესიმიზმი აკვირვებს.

"სულაც არ ვართ გადაბერებული გუნდი, - თქვა მორატიმ, - სხვათა შორის, ყველა შესაძლებელი ტიტული არა 10 წლის, არამედ ორი თვის წინათ მოვიპოვეთ. ამასთან, ახალგაზრდა ტალანტებსაც ვეძებთ – მაგალითად, კოუტინიუ შევიძინეთ. თანდათანობით სხვებსაც გაიცნობთ. ჩვენი მეტოქეების გაძლიერება არ მანაღვლებს. დავასკვენით, რომ უაზრობაა ფეხბურთელების უმიზეზოდ შეძენა. რაფაელ ბენიტესის მიმართ გაჩენილი პესიმიზმი კი უბრალოდ
მაკვირვებს. ჩვენი ტიფოზები რაფას მხარში უდგანან, მათ მწვრთნელის ფილოსოფია გაითავისეს. რთულია, როცა ყველაფრის მომგებ გუნდს წვრთი, მაგრამ წარსულთან მუდმივ შედარებებს ბენიტესი აუცილებლად გაუმკლავდება და თავადაც მიაღწევს დასახულ მიზნებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული