იუვე ლასანაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სასელექციო სამსახური მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც არ წყვეტს. ტურინელები პოტენციური ახალწვეულების ვინაობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებას ახლავე ცდილობენ.

Fოოტბალლ Iტალია-ს ცნობით, იანვარში "იუვე" მადრიდის "რეალისგან" ნახევარმცველ ლასანა დიარას გადაბირებას შეეცდება. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ფრანგს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განიხილავს და ლასს წამოსვლა თავადაც უნდა სურდეს.

ერთი ნიუანსიც: 31 აგვისტოს, სატრანსფერო კამპანიის ბოლო დღეს გერმანულმა "ვოლფსბურგმა" "ბებერ ქალბატონს" მოჰამედ სისოკოს გაყიდვის წინადადებით მიმართა, მაგრამ ტურინელებმა უარი თქვეს, რადგან სისოკოს შემცვლელის ყიდვას ვეღარ მოასწრებდნენ. ცნობისთვის, სისოკო და ლასანა დიარა ერთი
ამპლუის ფეხბურთელები არიან...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული