"რომა" ტურინის "იუვენტუსზე" კვალზე

AutoSharing Option
გახდა თუ არა ტომას დი ბენედეტო "რომას" პრეზიდენტი, პირველი ის განაცხადა, რომ დედაქალაქურ კლუბს მალე ახალი სტადიონი ექნებოდა.

როგორც ჩანს, იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი სიტყვის ასრულებას აპირებს და ამ მიმართულებით უკვე დგავს კიდეც აქტიურ ნაბიჯებს.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ა.წ. ივნისამდე ახალი სტადიონისთვის ტერიტორია შეირჩევა, შემოდგომაზე კი სამუშაოებიც დაიწყება. რაც შეეხება სტადიონის მაკეტს, მაყურებელთა რაოდენობას, მშენებლობის ვადას და სხვა ამგვარ დეტალებს, ჯერჯერობით ცნობილი არაა და სავარაუდოდ, ზაფხულში გაცხადდება. აი რას ამბობს ტომას დი ბენედეტო:

"კომპანია Cushman & Wakefield-თან
ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისამდე ახალი სტადიონისთვის ტერიტორია უკვე შერჩეული იქნება. ამ საკითხს სწორედ ეს კომპანია მოაგვარებს და შემდეგ უკვე მშენებლობის დაწყებაც იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გათვლით, სამშენებლო სამუშაოებს ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ჩაეყაროს საფუძველი და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. "რომა" ახალ, ულტრათანამედროვე სტადიონს იმსახურებს და ექნება კიდეც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული