იბრა და რობინიუ - სულისჩამდგმელები

AutoSharing Option
"მილანის" მეპატრონემ სილვიო ბერლუსკონიმ თავის გუნდს ახალ სეზონში მიზნად იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში მაქსიმალური წარმატებით გამოსვლა დაუსახა.

იტალიის პრემიერმინისტრის თქმით, კლუბმა წარმატებული სატრანსფერო კამპანია წარმართა და ექსტრაკლასის ორი ფორვარდი დაისაკუთრა – რობინიუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. დონ სილვიოს აზრით, ახალ სეზონში სწორედ ეს წყვილი უნდა გახდეს "მილანის" გამარჯვებების მთავარი სულისჩამდგმელი.

"ვცდილობთ, მსოფლიო დონის გუნდი შევქმნათ, რომელიც იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლასა და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით თამაშს შეძლებს. მწვრთნელის ხელთ არსებული შემადგენლობა ქვეყნის ჩემპიონატში ერთ-ერთი უძლიერესია. მწამს, რომ მასიმილიანო ალეგრი წარმატებისკენ მიმავალ
გზას მალევე მიაგნებს.

კაკა "ინტერში"? ყველა თავად წყვეტს, როდის და სად წავიდეს. თუკი "ნერაძური" მის შეძენას მოახერხებს, არჩევანს მოვუწონებ, კაკა ხომ დიდი ფეხბურთელია", - თქვა ბერლუსკონიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული