ლუის ენრიკე: "რომამ" ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს

AutoSharing Option
"რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იტალიის ჩემპიონატის ყველა დარჩენილი მატჩის მოგებას აპირებს.

ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა "ჯენოასთან" (1:0) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დერბის შემდგომი 12 მატჩიდან 12-ივე მოვიგოთ. უკვე ორჯერ გავიმარჯვეთ და ახლა მეექვსე ადგილზე ვართ. ეს ისაა, რასაც ამ დროისთვის ვიმსახურებთ.

ცხრილში აღსაზევებლად 10 ტური გვაქვს. სეზონის დასაწყისთან შედარებით "რომამ" ბევრად მოუმატა.

"ჯენოასთან" მატჩში ოსვალდომ ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მატჩს ვერ ვაკონტროლებდით", - თქვა ლუის ენრიკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული