ჩეზარე პრანდელის ანტონიო კასანოს და ჯუზეპე როსის დაბრუნების იმედი აქვს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჩეზარე პრანდელის იმედი აქვს, რომ ტრავმირებული ანტონიო კასანო და ჯუზეპე როსი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელდებიან.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" თავდამსხმელმა ოქტომბერში გულის ოპერაცია გადაიტანა, "ვილიარეალის" ფორვარდმა კი შემოდგომაზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიშავა.

"ვიმედოვნებ, ისინი მაისისთვის გამოჯანმრთელდებიან. შესარჩევ ციკლში ორივე მოთამაშე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული