"რომა" დაცვის გაძლიერებას ახალგაზრდა სამხრეთამერიკელებით აპირებს

AutoSharing Option
"რომამ" "კორინთიანსის" განაპირა მცველ დოდოსთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ხელშეკრულება ხუთ წელზე იქნება გათვლილი, 20 წლის ბრაზილიელი რომაელებს ზაფხულში შეუერთდება.

ამას გარდა, ლუის ენრიკეს გუნდი "ლეჩეს" 23 წლის კოლუმბიელი მარჯვენა მცველით, ხუან კუარდადოთია დაინტერესებული, რომელიც "უდინეზეს" ეკუთვნის.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული