ჯერ იყო და იმის შესახებ შევიტყვეთ, რომ ტიაგო სილვას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმები მსუბუქი გამოდგა და ისინი უკვე სრულ მზადყოფნაში არიან; შემდეგ კევინ პრინს ბოატენგის, ალექსანდრ მერკელის და ალესანდრო ნესტას გამოჯანმრთელების ამბავი გამცნეთ, ახლა კი კიდევ უკეთესი ცნობა გვაქვს, რომლის მიხედვითაც ანტონიო კასანო ფეხბურთს აპრილში დაუბრუნდება.
დიახ, გავრცელებული ცნობის თანახმად, კასანო გულის ავადმყოფობისგან სრულიად განიკურნა და დაახლოებით სამ კვირაში მოე
ამის შესახებ თვით ადრიანო გალიანიმ განაცხადა და უმჯობესია, რომ მოვუსმინოთ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს:
"ექიმებისგან ძალიან კარგი ამბავი შევიტყვე, რომლის მიხედვითაც კასანო სრულიად ჯანმრთელია და აპრილში მოედანზე გასვლასაც შეძლებს.
მართალია, საბოლოო ნებართვამდე კიდევ ერთი დეტალური გამოკვლევაა საჭირო, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ რაიმე შეივალოს. ანტონიოს ამბავი განსაკუთრებულად მახარებს, რადგან თუ დროზე ჩადგა ფორმაში, ევროპის ჩემპიონატზეც გაემგზავრება, რაც მას ასე ძალიან უნდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"