"მილანმა" "რომას" უმასპინძლა - გუნდს, რომელიც ბოლო წლების მიხედვით, მისი ყველაზე უხერხული მეტოქეა და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს... ლომბარდიულ გრანდს ამჯერადაც გაუჭირდა, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწია და ეს, პირველ რიგში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაა.
იბრაკადაბრამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და დაგვანახვა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.
პირველი ტაიმი ტაქტიკურ ჭიდილში წარიმართა და მომენტები ორივე კართან თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,
პირველი ტაიმი ასეც მორჩა, მეორეში კი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა.
მილანელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და აქ უკვე მასიმო ამბრიზინიმ პოზიტიური როლი შეასრულა - სწორედ ის აწვდიდა რომაელთა საჯარიმოში, როდესაც ბურთი დანიელე დე როსის ხელზე მოხვდა და მატჩის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა. ბურთთან ზლატან იბრაჰიმოვიჩი მივიდა და მარტენ სტეკელენბურგი უშანსოდ დატოვა, 1:1.
საერთოდ, რომაელთა კიპერი ცალკე აღნიშვნის ღირსია. მთელი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან. თუმცა 83-ე წუთზე ისიც უძლური გამოდგა, რადგან ზლატანმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და "სან სიროზე" შეკრებილი 70 000-ამდე გულშემატკივარი აღტაცებაში მოიყვანა.
გოლი მართლაც ულამაზესი გამოვიდა და ორი სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხოთ - სალი მუნტარიმ სიღრმიდან გრძელი და ზუსტი გადაცემა გააკეთა, რის შედეგადაც იბრა სტეკელენბურგთან პირისპირ დარჩა, ბურთი თავზე გადაუგდო ახმახ მეკარეს და მცველთან ჭიდილში თავური დარტყმით კარში მოათავსა, 2:1.
მოკლედ, იბრამ მორიგი შოუ მოაწყო და ისე გაიტანა გადამწყვეტი გოლი. "მილანმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ იყო ერთი ფაქტორი, რომელმაც ლომბარდიელთა დიდი სიხარული ცოტა გააუფერულა - ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ტიაგო სილვამ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. უკანასკნელი ინფორმაციით კი, ბრაზილიელ მცველს "ბარსელონასთან" თამაშის გამოტოვება მოუწევს. სწორედ ამაზე დაიჩივლა ნამატჩევს "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა და დროა, სიტყვა მასიმილიანო ალეგრის გადავცეთ:
"შეგირდებმა ჩემი დავალებები პირნართლად შეასრულეს და ეს გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურეს. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან "რომა" შესანიშნავად იცავდა თავს და მწვავე კონტრიერიშებს აკეთებდა. მეორე ნახევარში გარკვეული ზომები მივიღეთ, რამაც 100%-ით გაამართლა.
ზლატანზე ახალი რა უნდა ვთქვა?! საოცარი მოთამაშეა, რომლის ყურებაც არასდროს მომბეზრდება. რაც შეეხება ტიაგო სილვას ტრავმას, ექიმების პირველადი დასკვნით, ბრაზილიელს "ბარსელონასთან" პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს. გავრისკე, როდესაც ტიაგო სასტარტოში დავაყენე და აშკარად შევცდი. სჯობდა, საერთოდ არ შემეყვანა სამატჩო განაცხადში.
დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და ტიაგო "ბარსასთან" განმეორებით შეხვედრაში მაინც დაგვეხმარება".
ლუის ენრიკემ მიულოცა ვიზავის გამარჯვება და შემდეგი დაამატა:
"შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინეთ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მეტოქემ მიაღწია. რაც უნდა გასაოცარი იყოს, მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ სწორედ ნაანტრაქტევს მივიღეთ ორი გოლი.
მცველებზე აუგის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ, კარგად გაისარჯნენ, მაგრამ ზლატანის შეჩერება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. სწორედ იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა მატჩის ბედი და რა გაეწყობა, ბედს უნდა შევურიგდეთ.
ვაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას და გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ამის თეორიული შანსი მაინც გვექნება".
ლაციოს იღბალი
ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის მებრძოლი გუნდებიდან მხოლოდ "ლაციოს" გაუმართლა, რომელმაც საკუთარ მოედანზე "კალიარი" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი დიაკიტემ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაიტანა და "ოლიმპიკოზე" შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა.
"ბიანკოჩელესტეს" წისქვილზე "ნაპოლის" წაფორხილებამაც დაასხა წყალი, რომელიც საკუთარ მოედანზე კერკეტ "კატანიას" დაუზავდა, 2:2. არადა, ნეაპოლელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და როგორ გაუშვეს გამარჯვება ხელიდან, რთული სათქმელია.
ჯერ კიდევ 24 მარტს "უდინეზე" "პალერმოს" ესტუმრა და სიცილიაში ორი ქულა დატოვა. ეგ კი არა, ფრიულელები მარცხს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გადაურჩნენ. მოკლედ, "ლაციოსთვის" მართლაც შესანიშნავი ტური გამოვიდა...
იტალიის დერბი და ბოლოს გატეხილი ინტერი
ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" "ინტერს" ბევრად ჯობია.
მილანელებმა პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა მეტოქეს და რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის საოცარი ასპარეზობა, გახსნიდნენ კიდეც ანგარიშს, მაგრამ მეორეში ანტონიო კონტემ ცვლილებებს მიმართა და თამაშში გარდატეხა შეიტანა.
ანტრაქტის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და თამაშიც იმ ერთი გუნდის სრულიად დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
იტალია. სერია A. XXIX ტური
მილანი-რომა 2:1 (იხილეთ ვიდეო)
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, მექსე, ტიაგო სილვა (10. ძამბროტა), მესბა - ამბროზინი, მუნტარი, ნოჩერინო - ემანუელსონი (55. ბოატენგი) - ელ შაარავი (87. აკვილანი), იბრაჰიმოვიჩი.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, კიაერი, ჰაინცე, როზი - გაგო (80. ლამელა), დე როსი, მარკინიო - ოსვალდო, ტოტი (56. ბოიანი), ბორინი (56. პიანიჩი).
გოლები: 0:1 ოსვალდო (44), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (53-პენ.), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (83).
გაფრთხილება: მესბა, მუნტარი, იბრაჰიმოვიჩი - ჰაინცე, ოსვალდო.
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 9-25; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 20(10)-7(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 70 000
პალერმო-უდინეზე 1:1
პალერმო (3-5-2): ვივიანო - ლაბრინი, მილანოვიჩი, მანტოვანი - პიზანო, მილიაჩო, ბარეტო (88. დელა როკა), დონატი, ბალცარეტი (81. აგუირეგარაი) - მიკოლი, ერნანდესი (70. ილიჩიჩი).
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კოდა, დანილო, ეკსტრანდი - ბასტა (46. პერეირა), პაციენცა (66. ტორიე), ასამოა (66. არმერო), პინცი, პასკუალე - აბდი - დი ნატალე.
გოლები: 1:0 მიკოლი (31), 1:1 ტორიე (84).
გაფრთხილება: მილიაჩო, ილიჩიჩი - ეკსტრანდი.
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 6(3)-18(5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 20 000
ატალანტა-ბოლონია 2:0
ატალანტა (4-4-2): კონსილი - მანფრედინი, რაიმონდი, სტენდარდო, პელუზო (64. ფერი) - ჩიგარინი (84. კაცოლა), სკელოტო, კარმონა, მორალესი - ტირიბოკი, გაბიადინი (69. კაროცა).
ბოლონია (3-4-2-1): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი - პულცეტი, მორლეო, მუდინგაი, პერესი (46. კრხინი) - კონე (59. აკვაფრესკა), დიამანტი - დი ვაიო (72. ბელფოდილი).
გოლები: 1:0 გაბიადინი (50), 2:0 ტირიბოკი (90).
გაფრთხილება: ჩიგარინი - რაჯი, პულცეტი, მუდინგაი, დიამანტი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12(9)-11(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000
ჩეზენა-პარმა 2:2
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - როდრიგესი, მორასი, კომოტო (74. ბენალოუანე), პუდილი - დელ ნერო (64. დოკოვიჩი), არიგონი, სანტანა (69. ჩეკარელი), მარტინიო - მუტუ, მალონგა.
პარმა (3-5-2): მირანტე - სანტაკროჩე, პალეტა, ლუკარელი - მუსაჩი (59. ოკაკა), ვალდესი, ბიაბიანი (68. ვალიანი), გალოპა, გობი (87. მარკესი) - ჯოვინკო, ფლოკარი.
გოლები: 0:1 ფლოკარი (40), 1:1 სანტანა (47), 2:1 დელ ნერო (53), 2:2 პალეტა (61).
გაფრთხილება: მორასი, დოკოვიჩი - სანტაკროჩე, პალეტა.
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(5)-20(8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 12 000
კიევო-სიენა 1:1
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი - ბრედლი, სამარკო (83. ვაჩეკი), ჰეტემაი - თერეუ - პალოსკი (70. მოსკარდელი - 90. კრუსადო), პელისიერი.
სიენა (4-4-2): პეგოლო - ვიტიელო, პეზოლი (74. კონტინი), როსეტინი, დელ გროსო - ჯორჯი (67. სესტუ), გაცი, ვერგასოლა, ბრიენცა - დესტრო, ბოგდანი (80. ლარონდო).
გოლები: 1:0 აჩერბი (9), 1:1 დესტრო (51).
გაფრთხილება: ფრეი, სამარკო, მოსკარდელი - ჯორჯი, ვერგასოლა, გაცი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(5)-7(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 11 000
ჯენოა-ფიორენტინა 2:2
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი - მორეტი, კარვალიო, კალაძე, მესტო - როსი (63. ხორკერა), ველოზო (78. სკული), ბიონდინი - ბელუსკი - პალასიო, ჯილარდინო.
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, ნატალი, გამბერინი, პასკუალი - მარკიონი (73. ლაძარი), მონტოლივო, ბერამი - იოვეტიჩი, ვარგასი, ამაური (83. დე სილვესტრი).
გოლები: 1:0 ბელუსკი (20), 1:1 მონტოლივო (31), 1:2 ნატალი (70), 2:2 პალასიო (89).
გაფრთხილება: ბორუცი, გამბერინი, პასკუალი, ბერამი (ფიორენტინა).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(3)-15(6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 22 000
ლაციო-კალიარი 1:0
ლაციო (4-3-2-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიაკიტე, რადუ - ბროკი, ლედესმა, გონსალესი - მაური (46. კოზაკი), ერნანესი (79. კანდრევა) - როკი (62. ალფარო).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, არიაუდო, ასტორი, აგოსტინი - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ (78. ნენე) - პინილია, იბარბო (62. რიბეირო).
გოლი: 1:0 დიაკიტე (88).
გაფრთხილება: კონკო, დიაკიტე - ასტორი, ეკდალი, პინილია, ნენე.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11(5)-5(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 38 000
ნაპოლი-კატანია 2:2
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, ფერნანდესი (66. კანავარო), არონიკა - ცუნიგა, დოსენა, ჯემაილი, გარგანო - ლავეცი (76. ინლერი), ჰამშიკი (58. პანდევი) - კავანი.
კატანია (3-5-2): კარიცო - სპოლი, ლეგროტალიე, ბელუში - მარკეზე (72. ლამა), ალმირონი, ისკო, ლოდი, ბარიენტოსი (79. რიკიუტი) - ბერგესიო, გომესი (83. ლანცაფამე).
გოლები: 1:0 ჯემაილი (58), 2:0 კავანი (67), 2:1 სპოლი (75), 2:2 ლანცაფამე (85).
გაფრთხილება: ჯემაილი - ლეგროტალიე, ბარიენტოსი, რიკიუტი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14(5)-8(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 40 000
ნოვარა-ლეჩე 0:0
ნოვარა (4-4-2): უიკანი - მორგანელა, ლიზუძო, პაჩი, გარსია - ჯემიტი, პეშე (85. რადოვანოვიჩი), პორკარი, რიგონი - ჯედა (35. კარაჩოლო), მასკარა (60. მორიმოტო).
ლეჩე (4-4-2): ბენასი (46. პეტრაკი) - ესპოზიტო, მილიონიკო, ტომოვიჩი, კუადრადო - ჯაკომაცი, ბრივიო, ბერტოლაჩი (56. ბლაზი), დელვეკიო - მურიელი, დი მიკელე (78. კორვია).
გაფრთხილება: პორკარი, პეშე, რიგონი - ესპოზიტო, ჯაკომაცი, ბერტოლაჩი, ბლაზი.
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 9-3; კარში დარტყმა: 8(4)-4(1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 000
იუვენტუსი-ინტერი 2:0 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - კასერესი, ბარცალი, კიელინი, დე ჩელიე - მარკიზიო, პირლო, ვიდალი - პეპე (53. ბონუჩი), ვუჩინიჩი (74. კვალიარელა), მატრი (53. დელ პიერო).
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - პოლი (67. პაცინი), სტანკოვიჩი, ძანეტი, ობი (68. ფარაონი) - ფორლანი, მილიტო.
გოლები: 1:0 კასერესი (57), 2:0 დელ პიერო (71).
გაფრთხილება: დე ჩელიე - ნაგატომო, პოლი.
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16(12)-9(6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 42 000
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 29 19 6 4 59-23 63
2. იუვენტუსი 29 15 14 0 46-17 59
3. ლაციო 29 15 6 8 43-34 51
4. ნაპოლი 29 12 12 5 54-32 48
5. უდინეზე 29 13 9 7 40-27 48
6. რომა 29 13 5 11 42-35 44
7. კატანია 29 10 12 7 38-37 42
8. ინტერი 29 12 5 12 38-38 41
9. ატალანტა 29 10 13 6 33-29 37
10. პალერმო 29 10 6 13 41-46 36
11. კიევო 29 9 9 11 25-36 36
12. ბოლონია 29 9 9 11 31-35 36
13. კალიარი 29 8 10 11 29-36 34
14. ჯენოა 29 9 7 13 37-51 34
15. ფიორენტინა 29 8 9 12 29-35 33
16. სიენა 29 8 9 12 33-31 33
17. პარმა 29 7 11 11 35-46 32
18. ლეჩე 29 6 9 14 31-45 27
19. ნოვარა 29 5 9 15 24-46 24
20. ჩეზენა 29 4 6 19 18-47 18
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
22 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა), პალასიო (ჯენოა); 14 - მილიტო (ინტერი).
მომდევნო ტური
31 მარტი: კატანია-მილანი, პარმა-ლაციო;
1 აპრილი: რომა-ნოვარა, კალიარი-ატალანტა, ლეჩე-ჩეზენა, ფიორენტინა-კიევო, ინტერი-ჯენოა, ბოლონია-პალერმო, სიენა-უდინეზე, იუვენტუსი-ნაპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"