კლაუდიო რანიერი მილანის "ინტერიდან" გაუშვეს

AutoSharing Option
კლაუდიო რანიერი მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ეს გადაწყვეტილება სეზონის დასრულებამდე მიიღო.

გუნდს სეზონის ბოლომდე ანდრეა სტრამაჩიონი - მილანელთა ახალგაზრდული გუნდის თავკაცი უხელმძღვანელებს.

რანიერი "ნერაძურის" 2011 წლის სექტემბერში ჩაუდგა სათავეში. ამ დროისთვის გუნდი სერია A-ში მერვე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული