ამ ბოლო დროს იტალიის თასის ფინალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით ბევრს საუბრობდნენ. ვარაუდობდნენ, რომ ფინალი "ჯუზეპე მეაცაზე" მილანში ჩატარდებოდა, თუმცა იტალიელმა ჩინოვნიკებმა უპირატესობა დედაქალაქურ სტადიონს მიანიჭეს.
შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" შეხვდებიან.