ვალტერ მაძარის ცნობილი იტალიელი მოდელი "აბამს"

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მოდელი მარიკა ფრუშო "ნაპოლის" თავგადაკლული გულშემატკივარია და ამას საქმითაც ამტკიცებს. აი, მაგალითად, ამ ეშხიანმა ქალბატონმა შარშან თავისი საყვარელი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას სტრიპტიზი მიუძღვნა.

მარიკა ნეაპოლელებს სიყვარულში ამჯერად napolimagazine.com-თან ინტერვიუში გამოუტყდა:

"მე მხოლოდ "ნაპოლის" გულშემატკივარი კი არ ვარ, მის ყველა ფეხბურთელზე შეყვარებული ვარ! განსაკუთრებით კი ესიკეილ ლავეციზე ვგიჟდები".

ლამაზმანი უფრო შორსაც წავიდა და გუნდის მწვრთნელს, ვალტერ მაძარისაც გადასწვდა.

"მასიმილიანო ალეგრიმ და ვალტერ მაძარიმ ვახშამზე რომ დამპატიჟონ, რა თქმა უნდა, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს დავთანხმდები, - ალეგრი ზედმეტად ფლეგმატურია. აი,
მაძარისთან კი მაგრად გავერთობოდი, რადგან ის ენერგიული მამაკაცია", - თქვა მარიკამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული