"ჩემპიონატში ბრძოლა დასრულებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ასე იოლად არ დავნებდებით.
რაც შეეხება "ნაპოლისთან" უახლოეს შეხვედრას, ეს საინტერესო თამაში იქნება. ჩვენი გუნდები იტალიის ჩემპიონატში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ.
ჩემი მომავალი? "იუვენტუსში" იმდენ ხანს ვაპირებ დარჩენას, რამდენ ხანსაც გუნდისთვის სარგებლობის მოტანას შევძლებ, რათა არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კლუბს ხელფასს ვცინცლავ", - თქვა ბუფონმა.