ტურინის "იუვენტუსი" მილოშ კრასიჩის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მილოშ კრასიჩის აგენტმა განაცხადა, რომ იტალიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15.5 მილიონ ევროს ითხოვს.

"კლუბის ხელმძღვანელობას აღარ აქვს იმედი, კრასიჩის ტრანსფერზე ფული გააკეთოს, თუმცა მასზე დახარჯული თანხის ამოღება სურს.

რაც შეეხება მილოშის მომავალს, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. იყო "ლაციოს" ვარიანტი, მაგრამ რომაელებს კრასიჩის იჯარით აყვანა უნდოდათ, რაც ტურინელებს არ აწყობდათ", - განაცხადა ვლად ბორაზანმა.

შეგახსენებთ, რომ კრასიჩმა იტალიის ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მომზადებულია Tuttomercatoweb-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული