ტურინის "იუვენტუსი" ალესანდრო მატრის და ლეონარდო ბონუჩის კონტრაქტებს 2017 წლამდე შესთავაზებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზებას აგრძელებს. უახლოეს ხანში 27 წლის ფორვარდ ალესანდრო მატრის ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

მატრი "იუვენტუსში" გასულ წელს გადავიდა. ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ ლეონარდო ბონუჩისაც. ტურინულ კლუბს სურს, ორივე ფეხბურთელი 2017 წლამდე შეინარჩუნოს.

მატრიმ მიმდინარე სეზონში 26 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ბონუჩიმ კი 23 შეხვედრაში ერთი გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული