მასიმილიანო ალეგრი: ვინც კიდევ ლაპარაკობს მიკერძოებულ მსაჯობაზე, უნდა მოკეტოს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "კატანიასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. საუბარია, რობინიოს არჩათვლილ გოლზე.

"ეს სუფთა გოლი იყო. საუბარი არ არის მთავარ მსაჯზე ან ლაინსმენზე, საქმე ისაა, რომ ბევრმა, ვინც მიკერძოებულ მსაჯობაზე საუბარს აგრძელებს, უნდა მოკეტოს. წავიკითხე, რომ ვიღაცას უპირატესობის მიღება პასუხისმგებელი პირებისგან სურს (საუბარია "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას ინტერვიუზე).

მუნტარის გოლის დროს ("იუვენტუსთან" მატჩში) მსაჯების შეცდომა შესაძლოა მთელ ჩემპიონატად დაგვიჯდეს. უაზრო დავების მოწყობა არ მსურს, მაგრამ ხალხი ისევ მსაჯობაზე ლაპარაკობს. როგორც ხედავთ, ამ წუთას
მეც მსაჯობაზე მიწევს საუბარი.

შეტევაში ბევრი დრო გავატარეთ, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით. მეორე ნახევარში "კატანია" ძალიან ძლიერად თამაშობდა, ჩვენ კი ძალიან ადრე დავმშვიდდით. შესაძლოა, ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ დაღლილობის ბრალი იყოს. ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ამის გაკეთება რთული იქნებოდა", - აღნიშნა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული