"ნაპოლი" ამჟამად მრისხანე ძალას წარმოადგენს. მაძარის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაშიც და იტალიის თასზეც თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. ნეაპოლელები ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ხანდახან არასაკმარისად გრძელი სათადარიგოთა სკამის გამო სტაბილურობა აკლიათ.
განსაკუთრებით "ნაპოლის" შეტევით ხაზს გამოვარჩევდი. ასე, რომ დაცვაში უაღრესად ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენთვის ეს დაპირისპირება უკიდურესად მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ქულებს დავკარგავთ, ძალიანაც არ ვინაღვლებთ - ამის შემდეგ კიდევ 8 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი", - განაცხადა კონტემ.
შეხვედრა 1 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე