ადრიანო გალიანი "მილანის" მატჩებზე დამატებითი მსაჯების დანიშვნას ითხოვს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯანკარლო აბატეს წერილი მისწერა.

გალიანიმ "როსონერისთან" დაკავშირებით მსაჯების ბოლო გადაწყვეტილებების გამო შეშფოთება გამოთქვა და იტალიის ჩემპიონატში გუნდის მატჩებზე დამატებითი მსაჯების დანიშვნა მოითხოვა.

შეგახსენებთ, "იუვენტუსთან" მატჩში არბიტრებმა "მილანს" - ნახევარმცველ სალი მუნტარის, ბოლო ტურის შეხვედრაში კი "კატანიასთან" რობინიოს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. ორივე მატჩი "მილანმა" ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული