ალეშანდრო პატოს შესაძლოა ისევ ტრავმა ჰქონდეს

AutoSharing Option
"მილანის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ალეშანდრო პატომ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში კევინ პრინს ბოატენგი შეცვალა, თუმცა 14 წუთის შემდეგ თავად გახდა შესაცვლელი.

"პატომ ბარძაყში ტკივილი იგრძნო. ექიმები მას სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. თუ ალეშანდროს ისევ ტრავმა აქვს, ეს სერიოზული პრობლემაა. პატო ორი წელია, ტრავმების გამო წვალობს", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ პატო "ბარსელონასთან" (1:3) მატჩში მოედანზე 25 თებერვლის შემდეგ პირველად გამოვიდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული